ახალი ამბები

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევაზე ამნისტია ცხადდება

24 ივნისი, 2021 • 1896
პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევაზე ამნისტია ცხადდება

იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ამნისტია ცხადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 ივნისს განაცხადა.

“დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების გამო ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხება დაახლოებით 245 ათასზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს. საუბარი იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

“კარგად გვესმის, რომ პანდემიის პერიოდში არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა და აღნიშნული სახდელები მათთვის დამატებითი ტვირთია. გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომაროების შემსუბუქება”, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.