ახალი ამბები

რა იცვლება COVID რეგულაციებში — 22 ივნისი

22 ივნისი, 2021 • 1316
რა იცვლება COVID რეგულაციებში — 22 ივნისი

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები იხსნება.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პირბადეების გამოყენება დღეიდან მხოლოდ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეებსა და გაჩერებებზე იქნება აუცილებელი.

ამასთან, პირველი ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც ბოლო დროს 23:00-დან 4:00 საათამდე უზღუდავდა მოქალაქეებს გადაადგილებას.

მიუხედავად “კომენდანტის” მოხსნისა, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, რესტორნებს, კაფე-ბარებს, ღამის კლუბებს და სხვა სახის გასართობ ობიექტებს მუშაობის შეწყვეტა 00:00 საათზე მოუწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი