ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქოჩარიანის ბლოკი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

21 ივნისი, 2021 • 1553
ქოჩარიანის ბლოკი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ალიანსი “სომხეთი”, გუშინ გამართული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აპირებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი.

ამის შესახებ ბლოკის წარმომადგენელმა ვაჰე აკობიანმა ადგილობრივ გაზეთ Tert.am-ს განუცხადა. ინფორმაციას რუსული რია ნოვოსტი ავრცელებს.

აკობიანის განცხადებით, ხვალ, 22 ივნისს, ბლოკში შემავალი პარტიები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართავენ პრესკონფერენციას.

სომხეთის 2008 საარჩევნო უბნის მონაცემების თანახმად, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ხმათა 53.92 პროცენტი მიიღო. ალიანსმა “სომხეთმა” კი- 21.4 პროცენტი.

საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა ალიანსმა “მე მაქვს ღირსება”, რომელიც სერჟ სარქისიანის პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, თუმცა, ამის მიუხედავად, პარლამენტში მაინც იქნება წარმოდგენილი.

რა უნდა ვიცოდეთ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი