ახალი ამბებიეკონომიკა

საინვესტიციო საბჭოს წევრის თვიური ანაზღაურება 8500 ლარია – საპენსიო სააგენტო

21 ივნისი, 2021 •
საინვესტიციო საბჭოს წევრის თვიური ანაზღაურება 8500 ლარია – საპენსიო სააგენტო

საპენსო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების თვიური ანაზღაურება 8500 ლარია. ამის შესახებ სააგენტოს საინვესტიციო ოფიცერმა გიორგი მელიქიძემ პარლამენტში კომიტეტზე გამოსვლისას თქვა.

“მათი დროიდან და ექსპერტიზიდან გამომდინარე, მათი ხელფასი 8500 ლარია, აქედან ჟან ფედერიკ პოლსონი ამის ნახევარს იღებს, რადგან მან უარი თქვა ამ ხელფასის აღებაზე. ასე რომ, საინვესტიციო საბჭო თავისი კვალიფიკაციით სააგენტოს ძალიან დაბალი [ფასი] უჯდება იმასთან შედარებით, ვიდრე ამ ხალხის დრო ღირს. 2020 წელს ოფიციალურად ჩატარდა საინვესტიციო საბჭოს 14 სხდომა, ანუ, თვეში მინიმუმ 2 სხდომა. არაოფიციალურად ჩვენ მინიმუმ კვირაში ორჯერ ვსხდებით და ბევრ საკითხზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება საინვესტიციო რეკომენდაციებს, საინვესტიციო საბჭო იმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკას, ანუ რეკომენდაცია კი არ მოგვცეს, არამედ საინვესტიციო პოლიტიკა შექმნეს იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში დღეს დგება”, -განაცხადა მელიქიძემ.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების ანაზღაურებაზე კითხვა “სტრატეგია ღამაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დასვა.

“უცხოელები რომ გვყვავს, დიდი ხალხი ჩართული..  დარწმუნებული ვარ, თქვენზე მეტი ხელფასი ექნებათ.. რამდენი აქვთ ხელფასი და რაში ვუხდით ამ ხალხს ხელფასს? უბრალოდ იმაში, რომ თქვენთან ჩარიცხული ფული ბანკებში გადავრციხოთ?”- ჰკითხა ვაშაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორს.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოთხი წევრი ჰყვს: ოლივიერ რუსსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, ტიმო ვიჰერკენტა და მაიკლ რიდლი. ამ ეტაპზე საპენსიო სააგენტოში არსებული შენატანები საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკშია განთავსებული, ამ დრომდე სააგენტოს სხვა სახის საინვესტიციო საქმიანობა არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი