ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვინ რამდენ მანდატს მიიღებს სომხეთის პარლამენტში

21 ივნისი, 2021 • 1374
ვინ რამდენ მანდატს მიიღებს სომხეთის პარლამენტში

სომხური საინფორმაციო საშუალება News.am-ის თანახმად, ქვეყნის ახალ პარლამენტში 107 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.

ამჟამინდელი მონაცემების თანახმად:

ნიკოლ ფაშინიანის “სამოქალაქო [კონტრაქტის] შეთანხმების” პარტია 71 მანდატს მიიღებს;

რობერტ ქოჩარიანის ალიანსს, “სომხეთს” 29 მანდატი ექნება, საიდანაც ორი დამატებითი მანდატია, რათა საარჩევნო წესის თანახმად, ოპოზიციურ ძალებს მანდატთა 1/3 მაინც ჰქონდეთ;

სერჟ სარქისიანისა და არტურ ვანეციანის ალიანსი “მე მაქვს ღირსება” 7 მანდატს მოაგროვებს.

სომხეთში ცალკეული პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტი იყო, ხოლო ალიანსებისთვის- 7 პროცენტი. მიუხედავად იმისა, რომ “ღირსების ალიანსმა” ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, იმ წესის გამო, რომ სომხეთის პარლამენტში უნდა იყოს მინიმუმ სამი ძალა, ის მაინც მიიღებს მანდატებს.

არჩეული 107 დეპუტატიდან 4 იქნება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი, მათ შორის ეზიდები, ქურთები, ასურიელები და რუსები.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, იგი დამოუკიდებლად შექმნის მთავრობას.

არჩევნების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ ნეტგაზეთის მასალას:

რა უნდა ვიცოდეთ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი