ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის პარტია 61 %-ით ლიდერობს | დათვლილი უბნების პირველადი შედეგები

20 ივნისი, 2021 •
ფაშინიანის პარტია 61 %-ით ლიდერობს | დათვლილი უბნების პირველადი შედეგები

სომხეთში დღევანდელი, 20 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველადი ოფიციალური შედეგები ცნობილია. ამ ეტაპზე დათვლილია 149 საარჩევნო უბნის ხმები [თითქმის, 25 ათასი ხმა].

ამავე მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით “სამოქალაქო შეთანხმება” – 61,63 % მიიღო, მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის პარტია “სომხეთი” – 17.87%-ით იკავებს, “ღირსების ალიანსი” [მე მაქვს ღირსება]”- 5.88%, გაგიკ წარუკიანის პარტია “აყვავებული სომხეთი” – 5.05%.

არჩევნებში 26 სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა, რომელთა ნაწილიც არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ ჩამოყალიბდა.

ნიკოლ ფაშინიანი: ფოტო: ნეტგაზეთი/ნარეკ ალექსანიანი; 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების დღე

ამავე თემაზე:

რა უნდა ვიცოდეთ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი