ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის დელტა შტამის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა, ჯამში – 20

19 ივნისი, 2021 • 1531
საქართველოში კორონავირუსის დელტა შტამის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა, ჯამში – 20

საქართველოში კორონავირუსის „დელტა“ შტამი კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა. სულ ამ შტამით ინფიცირების 20 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობა ნეტგაზეთს ამირან გამყრელიძემ დაუდასტურდა.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. გამყრელიძემ ტელეარხთან საუბრისას განმარტა:

„მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი „ინდურ შტამს“, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ „ბრიტანული“ და „ინდური“ შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის ეს ვერსია თავდაპირველად ინდოეთში აღმოაჩინეს.

კორონავირუსის დელტა შტამისთვის სურდო და თავის ტკივილია დამახასიათებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი