ახალი ამბები

ცოლის ცემით მოკვლის ბრალდებით ბოლნისში კაცი დააკავეს

15 ივნისი, 2021 • 4030
ცოლის ცემით მოკვლის ბრალდებით ბოლნისში კაცი დააკავეს

ბოლნისში დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ცოლის ცემით მოკვლა ედება.

უწყება ამბობს, რომ 12 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, კაცმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა – 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი