გია გაჩეჩილაძეს (უცნობი) ბერლინის კედლის ფარგმენტზეპულივიზატორით” წარწერის გაკეთების გამო თბილისის მერიამ საჯარიმო ქვითარი გაუგზავნა. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუცხადეს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გაჩეჩილაძეს ათასლარიანი ჯარიმის გადასახდელად ვადა 1 თვე აქვს.

ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გია გაჩეჩილაძემ “პულივიზატორით” 9 აპრილს გააკეთა წარწერა – “ღმერთი სიყვარულია” .

კედლის ფრაგმენტი გერმანიამ საქართველოს 2017 წელს ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლოდ გადასცა. ამავე წლის ნოემბერში კი კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე დაიდგა.

ღონისძიებაზე იმდროინდელმა საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ლადო ჭანტურიამ აღნიშნა, რომ ბერლინის კედლის საქართველოსთვის გადმოცემა ქართულ-გერმანული ურთიერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.