ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერდოღანი დღეს ყარაბაღში ქალაქ შუშას ეწვევა

15 ივნისი, 2021 •
ერდოღანი დღეს ყარაბაღში ქალაქ შუშას ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში ჩადის, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სახელმწიფოთაშორისო ყოვლისმომცველ შეთანხმებას ხელს მოაწერს. შუშა ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განკარგულებით, 2020 წელს ყარაბაღში ომის შედეგად დაკავებული/დაბრუნებული ქალაქი შუშა/შუში კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა. აქამდე ქალაქი შუშა სტეპანაკერტის კონტროლქვეშ იყო.

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუშაში სასტუმროების მშენებლობა დააანონსა.

“გასათვალისწინებელია, რომ აქ იქნება ძალიან დიდი ნაკადი ტურისტებისა, ამიტომაც აქ უნდა აშენდეს ხუთ-ოთხ და სამვარსკვლავიანი სასტუმროები. შუშა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ამას მივაღწევთ 100%-ით”, – განაცხადა რამდენიმე თვის წინ ალიევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი