ახალი ამბები

ხუთივე აგრეგატი გაითიშა — ენგურჰესი ელექტროენერგიის გათიშვაზე

14 ივნისი, 2021 • 2662
ხუთივე აგრეგატი გაითიშა — ენგურჰესი ელექტროენერგიის გათიშვაზე

„ენგურჰესის“ განცხადებით, დღეს, 14:00 საათზე, ჰესის ხუთივე აგრეგატი გაითიშა.

მანამდე სახელმწიფო ელექტროსისტემა ამბობდა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა იმიტომ, რომ 14 საათზე ავარიულად გამოირთო 500-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“.

„მიმდინარე წლის 14 ივნისს, 14.00-ზე, 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „ იმერეთის” ავარიულად გამორთვის შედეგად, ენგურჰესის ყველა აგრეგატი გაჩერდა. ამჟამად ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ აღდგენის შედეგად, ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი ქსელშია ჩართული“, – ნათქვამია „ენგურჰესის“ პასუხში, რომელიც ნეტგაზეთს წერილობით მიაწოდეს.


დღეს, დაახლოებით, 14:00 საათზე, საქართველოში  მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი