ახალი ამბები

ელექტროსისტემა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს

14 ივნისი, 2021 • 1905
ელექტროსისტემა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს და  განმარტავს, თუ დროებით რატომ შეწყდა ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება.

უწყება წერს, რომ დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე ავარიულად გამოირთო 500- კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

მათივე ინფორმაციით, ავარიის გამო საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

„მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები“, – აცხადებენ სსე-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი