ახალი ამბები

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტია

14 ივნისი, 2021 • 1812
ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტია

ქართველი მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტი გახდა. საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ოპერის მომღერლები მონაწილეობენ, ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წლევანდელი კონკურსი კარდიფში 12-19 ივნისის პერიოდში გაიმართება და პირდაპირ ეთერში BBC-ის სხვადასხვა არხი გადასცემს.

პანდემიის გამო წლევანდელი კუნკურსი აუდიტორიის გარეშე ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას 15 ქვეყნიდან მიიღებენ. გამარჯვებულები სხვადასხვა სახის ჯილდოს მიიღებენ: მთავარ პრიზს, ჯილდოს სიმღერისთვის და მსმენელის პრიზს. მთავარი პრიზის გამარჯვებული, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, 20 ათას ფუნტსაც მიიღებს.

ფინალისტად დასახელების შემდეგ ქართველმა კონკურსანტმა მადლობა გადაუხადა BBC Cardiff Singer of the World-ის ორგანიზატორებსა და კონკურენტებს:

“ცოტა შოკში ვარ, თუმცა მადლობელი ვარ. აქ მყოფი ყველა ადამიანით ვამაყობ, რადგან მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს. გარემო, რაც ამ კონკურსს აქვს, ძალიან დიდი მხარდაჭერაა [კონკურსანტებისთვის], მცირე მაყურებლის მიუხედავად ვგძნობ მხარდაჭერას. ძალიან მადლიერი ვარ… ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩემს გასაოცარ კოლეგებს.”

BBC Cardiff Singer of the World-ის ისტორია გასული საუკუნის 80-იან წლებიდან იწყება და, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ კონკურსით ოპერის ბევრმა მსოფლიო ვარსკვლავმა დაიწყო საკუთარი კარიერა.

ნატალია ქუთათელაძის დედა ეკა მამალაძეა, ბებია კი- ნანი ბრეგვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი