ახალი ამბები

2020 წელთან შედარებით, 2021-ში საგარეო ვაჭრობა 18.2%-ით გაიზარდა – წინასწარი მონაცემები

14 ივნისი, 2021 • 1076
2020 წელთან შედარებით, 2021-ში საგარეო ვაჭრობა 18.2%-ით გაიზარდა – წინასწარი მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრესმონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5.019 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის განცხადებით, ექსპორტი 1.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო (24.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი- 3.48 მილიარდი აშშ დოლარი (15.7 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში 1.9 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი