ახალი ამბები

კრწანისში ავარიის შედეგად დაშავებული მე-3 ადამიანი გარდაიცვალა

14 ივნისი, 2021 • 1240
კრწანისში ავარიის შედეგად დაშავებული მე-3 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მდებარე კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში სატვირთო მანქანის ჩავარდნის შედეგად დაშავებული მე-3 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “ნიუ ჰოსპიტალში” დაუდასტურეს.

ამ დროისთვის კლინიკაში რჩება სამი ადამიანი — ერთი საშუალო სიმძიმის, რეანიმაციულ განყოფილებაში, ორს კი გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

12 ივნისს კრწანისის ქუჩაზე მდებარე კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში სატვირთო მანქანა ჩავარდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი, 1 ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი — მოგვიანებით საავადმყოფოში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თბილისში სატვირთო კლინიკის ავტოსადგომზე ჩავარდა, არიან დაშავებულები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი