ახალი ამბები

14 ივნისის მონაცემებით, COVID-19-ზე სრულად აცრილია სამიზნე მაჩვენებლის 3.9%

14 ივნისი, 2021 • 1238
14 ივნისის მონაცემებით, COVID-19-ზე სრულად აცრილია სამიზნე მაჩვენებლის 3.9%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 14 ივნისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ზე სრულად ვაქცინირებულია 66 265 ადამიანი. 14 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 207 470 აცრა.

საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომე სრულად, ანუ ვაქცინის ორივე ინექციით უნდა აიცრას 1 691 214 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს შეადგენს.

შესაბამისად, 14 ივნისის მონაცემებით, სრულად აცრილია სამიზნე მაჩვენებლის 3.9%.

ამჟამად ქვეყანაში ვაქცინაცია Astrazeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებით მიმდინარეობს, Pfizer-ის მარაგები კი ამოწურულია.

საქართველო COVAX-დან 700 000-მდე Novavax-ის და 130 000-მდე Johnson-ის ვაქცინას მიიღებს – გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი