ახალი ამბები

შსს: კრწანისში, კლინიკის ეზოში ავარიის შედეგად დაშავდა 8 და გარდაიცვალა 1 ადამიანი

12 ივნისი, 2021 • 1666
შსს: კრწანისში, კლინიკის ეზოში ავარიის შედეგად დაშავდა 8 და გარდაიცვალა 1 ადამიანი

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მდებარე კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში სატვირთო მანქანა ჩავარდა და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანას დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 და გარდაიცვალა 1 ადამიანი.

კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ზუსტად რა მოხდა, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ სატვირთოს მძღოლმა მანქანის დამორჩილება ვერ შეძლო და მაღალი სიჩქარით, მიმდებარე ქუჩიდან კლინიკის ეზოში, ავტოსადგომზე ჩავარდა, რა დროსაც რამდენიმე მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა.

შსს-ს ცნობით გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თბილისში სატვირთო კლინიკის ავტოსადგომზე ჩავარდა, არიან დაშავებულები

მასალების გადაბეჭდვის წესი