ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მიღებას გეგმავს

11 ივნისი, 2021 • 1656
რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მიღებას გეგმავს

“უახლოეს პერიოდში ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრულუფლებიან წევრებად მიღება იგეგმება”, – ამის შესახებ  დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა.

რუსეთის დუმის წარმომადგენელმა ამის შესახებ ისაუბრა რუსული სახელმწიფო სააგენტო სპტუნიკის მიერ ორგანიზებულ სამმხრივი [მოსკოვი, სოხუმი, ცხინვალი] ტელეხიდის დროს, სადაც მონაწილეობდნენ ასევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩი, ალექსეი დვინიანი და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩი, მურატ კულახმეტოვი.

კითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს ორივე რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების პრობლემა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას, რუსეთის დუმის დეპუტატმა უპასუხა, რომ “კავშირის არცერთი წევრი ქვეყანა ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგი არ იქნება, და ყველა წევრი დაინტერესებულია კავშირის გაფართოებით”.

ევრაზიული კავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ინიციატივით შეიქმნა. ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი. აღნიშნული გაერთიანების ინიციატორს წარმოადგენს რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი