ახალი ამბები

შსს-მ “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

10 ივნისი, 2021 • 897
შსს-მ “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის კიდევ ერთი წევრი დააკავა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1993 წელს დაბადებული დ. ხ., რომელიც შსს-ს ცნობით, 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა. 1992 წელს დაბადებულ ირაკლი მუკბანიანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ წყალტუბოში 1 პირი დააკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი