ახალი ამბები

რუსეთში სასამართლომ ნავალნის ორგანიზაციები “ექსტრემისტულად” აღიარა

10 ივნისი, 2021 •
რუსეთში სასამართლომ ნავალნის ორგანიზაციები “ექსტრემისტულად” აღიარა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“, „მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი“ და პოლიტიკოსის რეგიონული შტაბები „ექსტრემისტულ ორგანზაციებად“ აღიარა.

როგორც Meduza იუწყება, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით მათ ეკრძალებათ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების შესრულება, ასევე, არჩევნებში მონაწილეობა და აქციების ორგანიზება.

სასამართლომ ასევე თქვა, რომ ორგანიზაციების ლიკვიდირება დაუყონებლივ უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 30 დღის შემდეგ უნდა შევიდეს.

ამასთანავე, ორგანიზაციებისა და შტაბების ქონების ნაწილს კრედიტორებისთვის არსებული ვალების გადასახდელად გამოიყენებენ, დარჩენილი ნაწილი კი სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.

ნავალნის ადვოკატები სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას. ფოტო: EPA-EFE/YURI KOCHETKOV

ნავალნის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ რუსეთში გაასაჩივრებენ, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში.

სასამართლო პროცესის პარალელურად, რუსეთის სახელმწიფომ აღნიშნული ორგანიზაციები „უცხოეთის აგენტად“ ცნო. პარალელურად კი, გავრცელდა ცნობები, რომ ალექსეი ნავალნის ფონდები საქართველოში გააგრძელებდნენ მუშაობას, რაც საბოლოოდ არ დადასტურებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი