ახალი ამბები

მაინცდამაინც უნდა მოკვდეს მოშიმშილე, რომ მერე სამძიმრის განცხადებები გააკეთოთ? – ნაცვლიშვილი შუქრუთზე

8 ივნისი, 2021 • 847
მაინცდამაინც უნდა მოკვდეს მოშიმშილე, რომ მერე სამძიმრის განცხადებები გააკეთოთ? – ნაცვლიშვილი შუქრუთზე

“ჭიათურაში სახელმწიფო არ არსებობს, გასულია მომსახურების ზონიდან”, – განაცხადა “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნაცვლიშვილმა ხელისუფლება შუქრუთელი დემონსტრანტების მიმართ უყურადღებობისთვის გააკრიტიკა.

“კარგია, რომ ნინოწმინდის თემამ შემოაღწია პარლამენტში, მაგრამ სწორად მაინც არ ისმის საკითხი. ჩვენი ფუნქცია ის კი არა არის, რომ მედიაცია და მომრიგებლობა  ვიკისროთ,  განსაკუთრებით იმ კონტექსშტი, როდესაც სავარაუდო ძალადობის ფაქტებზეა საუბარი, რაც ვნახეთ რამდენიმე დღის წინ და რაც წარმოადგენდა ბავშვთა კანონმდებლობის დარღვევას –  ჩემი კოლეგების მხრიდან  იქ სრულიად გაუგებარი როლით  ჩასვლა. პარლამენტი არის  საზედამხედველო ორგანო და რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ, არის,  რომ საზედამხედველო ინსტიტუტები არათუ კოორდინებულად არ მოქმედებენ, არამედ სრული დაბნეულობა და გაუმჭვირვებლობაა. ზედამხედველობა არის პარლამენტის ფუნქცია და არა მორიგება და დალაგება”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ პარლამენტში არსებობს ბავშვთა საბჭო, რომელსაც ამდენი ხანია, ხმას არ იღებს ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე.

“მაშინ, როცა პირველად დავსვი ნინოწმინდის საკითხი, არავინ  შეიმჩნიეთ. ასევეა ახლა შუქრუთის პირამოკერილ მუშებთან დაკავშირებით. მაინცდამაინც უნდა  მოკვდეს რომელიმე მოშიმშილე, რომ მერე სამძიმრის განცხადებები გააკეთოთ? რას ელოდებით? ამ ადამიანებმა ღიად თქვეს, პირის ამოკერვაზე უფრო მტკივენული დუმილია, რომელსაც ვიღებთ ხელისუფლების მხრიდან. ეს ადამიანები მარტო არიან შეტოვებული ვითომ კომპანიას, რომელიც მათი ჯანმრთელობით და სიცოცხლით ვაჭრობს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებას ნინოწმინდაში პარლამენტარების მედიაციის მიზნით ჩასვლასთან დაკავშირებით გამოეხმაურა ბექა დავითულიანი და თქვა, რომ მედიაციის მისია სასიამოვნო არა, თუმცა აუციელებელი იყო. ნინოწმინდაში სწორედ საქართველოს პარლამენტის წევრები “ქართული ოცნებიდან” ბექა დავითულიანი და შალვა პაპუაშვილი იმყოფებოდნენ.

“დავეხმარეთ სოცმუშაკებს ნორმალური პირობებში, დაძაბულობის გარეშე მუშაობაში. აუცილებელი იყო ეს, სასურველი და სასიამოვნო კი არ იყო. აუცილებელი იყო, რომ დამატებით სტრესული გარემო არ შექმნოდათ, თორემ კანონი უნდა აღსრულდეს”, – განაცხადა დავითულიანმა.

უნდა დავსვათ ერთად სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე და ბავშვები – დავითულიანი პანსიონზე

მასალების გადაბეჭდვის წესი