ახალი ამბები

ივანიშვილი ვალდებული იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე — ვოლსკი

7 ივნისი, 2021 • 1278
ივანიშვილი ვალდებული იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე — ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვალდებული იყო, რომ დღეს, 7 ივნისს, წერილი გაევრცელებინა.

ივანიშვილი იანვრიდან ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა. ვოლსკის თქმით, ის ამ განცხადებას არ გაავრცელებდა, რომ არა “ინტენსიურად გავრცელებული ჭორი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედად პოლიტიკურ პროცესბშია ჩართული და პოლიტიკურ ძალას ქმნის”.

“ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო, რომ გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე, ვინაიდან პრემიერ-მინისტრრის არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა ინტენსტიურად გავრცელებადი ჭორი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ამას რაიმე კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან — იქმნება ახალი პოლიტიკური ძალა და თითქოს ეს არის რაღაც გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული პროცესი. ასე რომ, მისი შეფასებები, ხედვა ამასთან დაკავშირებით, გარკვეული ვალდებულებაც საზოგადოების წინაშე, რომელსაც იგი არასდროს გაურბოდა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა, დღეს, 7 ივნისს, წერილს გაავრცელა, რომელშიც გიორგი გახარიას მოღალატეს უწოდებს.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ უმკაცრესად უნდა შეფასდეს. გიორგი გახარიას “მეტამორფოზა” მაშინ,  როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან.

ივანიშვილი: გახარიას გადადგომა გუნდისა და სახელმწიფოს ღალატია

მასალების გადაბეჭდვის წესი