ახალი ამბები

ივანიშვილისთვის თავისი სახელით სპეკულირება მიუღებელია — ქადაგიშვილი

7 ივნისი, 2021 • 1029
ივანიშვილისთვის თავისი სახელით სპეკულირება მიუღებელია — ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს, 7 ივნისს, გავრცელებულ წერილს ეხმაურება.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ივანიშვილი “იძულებული გახდა”, წერილი გაევრცელებინა, რადგან ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების გამო მის სახელით “სპეკულირება” ხდებოდა.

ქადაგიშვილის თქმით, ივანიშვილის მიერ გახარიას გადადგომის შეფასება გუნდის და სახელმწიფოს ღალადატად “ზუსტი ფორმულირება” იყო.

“როდესაც გიორგი გახარია აღმოჩნდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშში, მასთან დაკავშირებით ორი ეჭვი და მიდგომა იყო, რომ ეს არის “ქართული ოცნება 2” და მას “ქართული ოცნების” ხმები უნდა წაეღო და ამას აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი. ამაზე ძალიან აქტიურად აპელირებდა ოპოზიციაც, რომ არ მომხდარა გახარიას მხრიდან მათი ხმების წაღება და ეს იყო ძირითადი მოცემულობა. ამ დროს ბიძინა ივანიშვილის სახელის გამოყენება აქტიურად ხდებოდა ყველა მხრიდან.

ბიძინა ივანიშვილს არ სურდა, რომ მისი სახელი გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური სპეკულაციებისათვის. ამიტომ გახდა იძულებული, ხმამაღლა განეცხადებინა, რომ მისთვის ასეთი შეთქმულების თეორიებით პოლიტიკური პროცესის წარმოება, როცა პოლიტიკაში იყო ჩართული, მაშინაც მიუღებელი იყო და დღეს, მით უმეტეს, როდესაც ის პოლიტიკაში არ არის, მისი სახელით სპეკულირება არის მისთვის მიუღებელი. ეს რომ დაემტკიცებინა, მან ზუსტი ფორმულირებაც გააკეთა, რომ ეს არის პოლიტიკური ღალატი არამარტო “ქართული ოცნების” და ღალიტი არის სახელმწიფოებრივი ინტერესების”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა, დღეს, 7 ივნისს, წერილი გაავრცელა, რომელშიც გიორგი გახარიას მოღალატეს უწოდებს.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი