ნეტგაზეთი | 2021 წლის 5 ივნისს ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს 2021 წლის 5 ივნისს ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს – Netgazeti
RU | GE  
კარლ ჰარცლერი

2021 წლის 5 ივნისს ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

“დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა.

გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს დღეს. ამ საკითხებში ევროკავშირი უკვე არის მსოფლიო ლიდერი, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან პლანეტა ჩვენს გააქტიურებას ვეღარ დაელოდება.

ამიტომ, ჩვენ მიზნად 30 წელიწადზე ნაკლებ დროში ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მიერ გარემოზე საკუთარი უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა დავისახეთ. იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანების შესრულებას დაბინძურებასთან, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებთან ეფექტიანად ბრძოლით, ენერგიის მდგრადი წყაროების გამოყენებისა და მრავალი სხვა ხერხით შევძლებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ,,ევროპულ მწვანე შეთანხმებას“ (EU Green Deal) ვუწოდებთ.

ეს არის ძალიან თამამი და ამბიციური მიზანი, რომლის მიღწევაშიც, იმედი მაქვს, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ შეგვიძლია ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ახლო პარტნიორს – საქართველოს – გავუზიაროთ. ამ მიზნის მისაღწევად მუშაობას გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მხოლოდ გრანდიოზულ ხედვებსა და პროექტებზე საუბარს არ გულისხმობს. ის ყოველ ჩვენგანს ეხება, რადგან წარმატების მისაღწევად ჩვენ, როგორც მოქალაქეებსა და უბრალოდ, ადამიანებს, მოქმედება და ერთად დგომა გვჭირდება წარმატების მისაღწევად. წარმატებას კი აუცილებლად უნდა მივაღწიოთ!”

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში მომდევნი დღეებში ევროკავშირი, საკუთარი საინფორმაციო არხების საშუალებით, გამოაქვეყნებს ინფორმაციას ,,ევროპული მწვანე შეთანხმების,“ საქართველოზე მისი როლის, ევროკავშირის მიერ სქართველოსთვის გაწეული დახმარებისა და გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებ,
მათ შორის აქ: www.facebook.com/europeanunioningeorgia


დამატებითი ინფორმაცია:

ევროპული მწვანე შეთანხმების შესახებ კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს როგორც ევროპისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. ამ გამოწვევების დასაძლევად, ევროპამ უნდა შეიმუშაოს ზრდის ახალი სტრატეგია, რომელიც გადააქცევს ევროკავშირს თანამედროვე, რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე დაფუძნებულ და კონკურენტუნარიან ეკონომიკად, სადაც 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბურის აირების გაფრქვევა ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე არცერთი ადამიანი და არცერთი ადგილი არ დარჩება მწვანე შეთანხმების მიღმა ევროპული მწვანე შეთანხმება არის ევროკომისიის პოლიტიკური ინიციატივების ნაკრები, რომლებსაც აერთიანებს საერთო მიზანი, კერძოდ 2050 წლისთვის ევროკავშირი გახდეს მსოფლიოში პირველი „კლიმატ-ნეიტრალური გაერთიანება“. ის ეხება სხვადასხვა დარგებს, მათ შორის, მშენებლობას, ბიომრავალფეროვნებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, კვების მრეწველობას.

დამატებითი ინფორმაციისათვის, იხ.: https://eu4georgia.ge/green-deal/

რას ნიშნავს ,,მწვანე შეთანხმება საქართველოსთვის“?

,,მწვანე შეთანხმების“ საშუალებით ევროკავშირი ქმნის კლიმატ-ნეიტრალური გზით ინფრასტრუქტურის, პროდუქტებისა და სტანდარტების გაუმჯობესების მოდელს, რომელიც წარმოადგენს მაგალითს და იმ გზას, რომელსაც უნდა გაყვეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა, საქართველოს ჩათვლით.

ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ გარემოს დაცვის სფეროში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, რომლის თანახმად, საქართველო ვალდებულია, საკუთარი კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვოს ევროკავშირის მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ევროკავშირი საქართველოს ამ ვალდებულების შესრულებაში ეხმარება.

ევროკავშირი საქართველოს ასევე ეხმარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბუნებრივი პარკების შექმნა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, მწვანე ზრდის შესაძლებლობების გაძლიერება, ნარჩენების მართვისა და წყალსამეურნეო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და გარემოსდაცვითი რისკებსა და ზემოქმედების უკეთ მართვის მექანიზმების შექმნა. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები წყალმომარაგებისა და წყალარინების, ნარჩენების მართვის სექტორებში და ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით.

ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა სტრატეგიული დოკუმენტების, მაგალითად, საზღვაო გარემოს სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის მომზადებაში. ასევე შემუშავდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და შავი ზღვის გარემოს გაუმჯობესებას, რაც საბოლოო ჯამში სრულყოფს საქართველოს გარემოს დაცვის სისტემას საქართველოს ბუნებისა და მისი მოქალაქეების ჯანმრთელობის სასიკეთოდ.

ეს თანამშრომლობა ,,ევროპული მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია 2021 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის შესახებ
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყველაზე ცნობილი გარემოსდაცვითი თარიღია. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, რომელიც პირველად 1974 წელს აღინიშნა, წარმოადგენს პლატფორმას ისეთი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, როგორიცაა ზღვის დაბინძურება, ჭარბი მოსახლეობა, გლობალური დათბობა, მდგრადი მოხმარება და დანაშაული ველური ბუნების წინააღმდეგ. 2021 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ეხება ეკოსისტემების აღდგენას და მისი თემაა „აღადგინე. შექმენი. განაახლე“.

ჩვენი არსებობა ჯანსაღ ეკოსისტემებზეა დამოკიდებული, იქნება ეს ტყეები, ჭაობები თუ სანაპირო ზონები. ეკოსისტემა განისაზღვრება, როგორც ურთიერთქმედება ცოცხალ ორგანიზმებს (მცენარეები, ცხოველები, ადამიანები) და მათ მიმდებარე გარემოს შორის. ეკოსისტემებს განეკუთვნება როგორც ბუნება, ასევე ადამიანის მიერ შექმნილი სისტემები, მაგალითად ქალაქები ან მეურნეობები.

ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითვისებთ და ვანადგურებთ ჩვენი პლანეტის ეკოსისტემებს. სამ წამში ერთხელ დედამიწაზე ფეხბურთის მოედნის ზომის ტყის საფარი იჩეხება, ხოლო გასული საუკუნის განმავლობაში ჩვენ პლანეტის ჭარბტენიანი ტერიტორიების ნახევარი გავანადგურეთ. განადგურებულია მარჯნის რიფების 50%. 2050 წლისთვის აღარ იარსებებს მარჯნის რიფების 90% იმ შემთხვევაში კი, თუ დედამიწაზე ტემპერატურა 1.5°C-ზე მეტით არ გაიზრდება.

ეკოსისტემების განადგურებით დედამიწა იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე ძალიან საჭიროა, კარგავს ნახშირბადის მშთანთქმელებს, კერძოდ ტყეებსა და ჭაობებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში სათბურის აირის ემისიები მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს პლანეტა კლიმატის კატასტროფულ ცვლილებასთან ერთ ნაბიჯში იმყოფება. Covid-19-ის მაგალითი აჩვენებს, თუ რამდენად სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ეკოსისტემების განადგურებას. ცხოველების ბუნებრივი საარსებო გარემოს შემცირებით ჩვენ პათოგენებს, მათ შორის, კორონა ვირუსებს, გასავრცელებლად იდეალურ პირობებ ვუქმნით.

ეკოსისტემებში ინვესტირება ჩვენს მომავალში ინვესტირებას ნიშნავს: ეკოსისტემების აღდგენას ადამიანებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. აღდგენაში ინვესტირებულ თითოეულ დოლარზე საზოგადოებისათვის სულ მცირე 7-30 დოლარის მოგებას უნდა ველოდოთ. ეკოსისტემების აღდგენა ასევე ქმნის სამუშაო ადგილებს სოფლად, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. ზოგიერთმა ქვეყანამ, Covid-19-ის კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიების ფარგლებში, უკვე განახორციელა ინვესტიციები ეკოსისტემების აღდგენაში. ზოგიერთი ქვეყანა ეკოსისტემების აღდგენას კლიმატის მიმდინარე ცვლილებასთან ადაპტაციის ფარგლებში ახორციელებს. ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და ბიომრავალფეროვნების განადგურების შეჩერება მხოლოდ ჯანსაღი ეკოსისტემებით არის შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი