ახალი ამბები

გარდაიცვალა რეზო გაბრიაძე

6 ივნისი, 2021 • 2064
გარდაიცვალა რეზო გაბრიაძე

ცნობილი ქართველი რეჟისორი, მხატვარი და მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო.

რეზო გაბრიაძე იყო არაერთი ცნობილი ქართული ფილმის სცენარის ავტორია. მათ შორისაა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა.

ამასთან, რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაცია. მისი მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და აშშ-ის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული.

გაბრიაძემ 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა. საქართველოს საზღვრებს გასცდა და საერთაშორისო ფესტივალებზე წარმოადგინეს არაერთი სპექტაკლი, მათ შორის „ალფრედი და ვიოლეტა”, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები”, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა” და სხვ.

მასალების გადაბეჭდვის წესი