ახალი ამბები

რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

8 ივნისი, 2021 • 933
რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ცნობილ ქართველირეჟისორს, მხატვარს და მწერალს, რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში 10 ივნისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიაში ადასტურებენ.

სამოქალაქო პანაშვიდები 8 და 9 ივნისს, 16 საათიდან 20 საათამდე, მარიონეტების თეატრში გაიმართება, გამოსვენება კი ანჩისხატის ტაძრიდან 10 ივნისს, 15 საათზე შედგება.

რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა. ის არაერთი ცნობილი ქართული ფილმის სცენარის ავტორია. მათ შორისაა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა.

ამასთან, რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაცია. მისი მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და აშშ-ის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული.

გაბრიაძემ 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა. საქართველოს საზღვრებს გასცდა და საერთაშორისო ფესტივალებზე წარმოადგინეს არაერთი სპექტაკლი, მათ შორის „ალფრედი და ვიოლეტა”, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები”, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა” და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი