ახალი ამბები | ,

ოზუგეთში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა

5 ივნისი, 2021 | | 518
ოზუგეთში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა

გურიაში, ოზურგეთში, ფქვილის ქარხნის გაფიცული მუშების მხარდასაჭერად მსვლელობა და დემონსტრაცია გაიმართა პროფკავშირების მონაწილეობით.

ოზურგეთის ფქვილის ქარხანა „გურია ექსპრესის“ მუშების გაფიცვა 33-ე დღეა, გრძელდება.

გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებასა და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ითხოვენ.

„გურია ექსპრესის“ ადვოკატის, აკაკი თოიძის განცხადებით, მხარეებს შორის “დაძაბული კომუნიკაციის” გამო შეთანმხება ვერ შედგა. ქარხნის მესაკუთრის განცხადებით, საქმე უკვე სასამართლოშია და იქ გადაწყდება, თუ როგორ გააგრძელებს საწარმო სამომავლო მუშაობას.

ქარხნის მუშების გაფიცვა ხელფასების 150 ლარით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი