ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში დანაღმულ ველზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები დაიღუპნენ

4 ივნისი, 2021 • 1690
ყარაბაღში დანაღმულ ველზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები დაიღუპნენ

ქელბაჯარის რაიონში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე სამხედრო სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელშიც იმყოფებოდნენ გადაღებაზე წასული ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელეკომპანია AzTV-ისა და  სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო «Аzertag”-ის თანამშრომლები და ქელბაჯარის რაიონის ადგილობრივი სამსახურის თანამშრომელი. სამივე მათგანი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ ერევანს ამ დრომდე არ გადაუცია ბაქოსთვის დანაღმული ტერიტორიების რუკა.

ბაქოს ცნობითვე, ომის დასრულების შემდეგ, 2020 წლის 10 ნოემბრიდან დღემდე, ყარაბაღის დანაღმულ ტერიტორიებზე 22 სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებითვე, სომხეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მეორე სახელმწიფოთაშორისო სარჩელი შეიტანა, რომელიც ერევნის მხრიდან ყარაბაღში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადმოცემაზე უარის თქმას უკავშირდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი