ახალი ამბები

შუქრუთელებმა მშრალი შიმშილობა დაიწყეს

4 ივნისი, 2021 • 1274
შუქრუთელებმა მშრალი შიმშილობა დაიწყეს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მყოფმა შუქრუთელებმა, რომლებიც 25 დღეა, შიმშილობენ, წყლის დალევაზეც უარი თქვეს და მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს.

როგორც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე თორნიკე ლაბაძე ეუბნება ნეტგაზეთს, პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობაა.

მეექვსე დღეა, რაც ჭიათურის სოფელ შუქრუთიდან მოსახლეობის ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და აშშ-ის საელჩოსთან დაბანაკდა. ადგილზე მათ კარვის გაშლის უფლება არ მისცეს და ამ დღეების განმავლობაში მანქანებში სძინავთ. პერიოდულად მძიმდება პირამოკერილი მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თორნიკე ლაბაძის თქმით, მოშიმშილეები ძალიან დასუსტებულები არიან და “კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ ასე გაგრძელებას, არავინ იცის”. მისი განმარტებით, განასკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი მოშიმშილის, სერგო მოდებაძის მდგომარეობა. ღამით კი პროტესტის მონაწილე მოშიმშილე სამი ქალის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც გადასხმები გაუკეთეს, დილით კი ქალები კვლავ საელჩოსთან დაბრუნდნენ.

ამოკერილი პირებით აშშ-ის საელჩოსთან — რამ აიძულა შუქრუთელებს მსგავსი პროტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი