ახალი ამბები

“სირცხვილია”: გიგა მაქარაშვილს დაკავებისას ხელი მოსტეხეს

3 ივნისი, 2021 • 2143
“სირცხვილია”: გიგა მაქარაშვილს დაკავებისას ხელი მოსტეხეს

მოძრაობა “სირცხვილია” განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მათი ერთ-ერთი აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც რამდენიმე საათის წინ პროკრუატურასთან გამართულ აქციაზე პოლიციამ დააკავა, შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აქტივისტების თქმით, მაქარაშვილს დაკავებისას პოლიციამ ხელი მოსტეხეს:

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პროკურატურასთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტის უზრუნველყოფას ნინოწმინდის პანსიონატში. ამასთან, აქციის მონაწილეებს კითხვები აქვთ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2016-2021 წლებში პანსიონზე გამოძიება 4 საქმეზეა დაწყებული. აქედან ერთი — სავარაუდო გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი, ძალადობის.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციაზე 6 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, მათ შორის, გიგა მაქარაშვილიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი