ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძე ჩამოყალიბდება, როდის დაიწყებს საპარლამენტო მუშაობას – გიორგი ვაშაძე

3 ივნისი, 2021 • 1018
გრიგოლ ვაშაძე ჩამოყალიბდება, როდის დაიწყებს საპარლამენტო მუშაობას – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილება აქვს.

ვაშაძის თქმით, ზუსტად არ იცის, როდის მივა პარლამენტში გრიგოლ ვაშაძე. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ახალი საპარლამენტო ფრაქციის, “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წარდგენისას ისაუბრა. სწორედ ამ ფრაქციაში ერთიანდება გრიგოლ ვაშაძეც.

“მას აქვს თავის გადაწყვეტილებები, როდის დაიწყებს საპარლამენტო მუშაობას. არ ვიცი ზუსტად, ჩამოყალიბდება. მე როგორც ვიცი, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან აქვს ურთიერთობა, სადაც მისი ხმა ძალიან ძლიერია. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, მიიღებს გადაწყვეტილებას. შეიძლება მოულოდნელიც იყო ბევრისთვის, როცა მან ხელი მოაწერა ამ[შარლ მიშელის] დოკუმენტს, მაგრამ ხელი მოაწერა იმიტომ, რომ ძალიან კარგად ესმოდა, რა მნიშვნელობის იყო შარლ მიშელის შეთანმხება და რამხელა პასუხისმგებლობა იყო ეს ხელმოწერა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში. ვნახოთ, როდის დაიწყებს უშუალოდ საპარლამენტო საქმიანობას. ამ საკითხებზე ალბათ თვითონ გესაუბრებათ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მას გრიგოლ ვაშაძესთან ხშირი კომუნიკაცია აქვს.

“მე მქონდა კონსულტაცია. არავისთვის უცხო არ არის, რომ მე გრიგოლ ვაშაძეს ძალიან ახლოს ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ. ვაშაძეებიც ვართ. მაგრამ გარდა ამისა, ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, მე მისი კამპანიის ხელმძღვანელი ვიყავი და, რა თქმა უნდა, გვქონდა ამაზე საუბარი არაერთხელ. ახლაც მაქვს კონტაქტი, გუშინაც მქონდა და ხვალაც მექნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა, რომელშიც გაერთიანებული არიან “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “რესპუბლიკური პარტია” და დამოუკიდებელი დეპუტატები: ტარიელ ნაკაიძე და გრიგოლ ვაშაძე. ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი