დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით აცრილთა 0.8%-ს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამის შესახებ იმნაძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
რაც შეეხება ორჯერადად აცრილ პირებს, იმნაძის განცხადებით, COVID-19 მათ 0.2%-ს დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს მონაცემი მსოფლიოში არსებულ სტატისტიკას ემთხვევა და აცხადებს, რომ ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა, გარდა ცალკეული გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა პაციენტი აცრიდან 3-4 დღეში დაინფიცირდა და, შესაბამისად, ორგანიზმმა იმუნიტეტის გამომუშავება ვერ შეძლო.
ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინირებული პირები ვირუსის დადასტურების შემთხვევაში დაახლოებით 50%-ით ნაკლებად გადამდებები არიან