ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შარლ მიშელი ალიევის და ფაშინიანის მოლაპარაკებების დაწყების საჭიროებაზე საუბრობს

3 ივნისი, 2021 • 1337
შარლ მიშელი ალიევის და ფაშინიანის მოლაპარაკებების დაწყების საჭიროებაზე საუბრობს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს განაცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა შარლ მიშელის მოლაპარაკებების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან.

ბრიუსელში შარლ მიშელი შეხვდა  სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს. ამავე დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მიშელმა მხარეებს მოუწოდა, განაახლონ კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით.

“მან მხარეებს შეახსენა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობა. ევროპული საბჭო მზადაა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს მხარეებს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სფეროში და ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ 20 მილიონი ევროს რაოდენობის ჰუმანიტარულ დახმარება გადასცა და კვლავაც გააგრძლებს ამ პროცესში მონაწილეობას.

“ევროპული საბჭოს ინტერესი დიდია სამხრეთ კავკასიის, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოებაში, სტაბილურობსა და აღორძინებაში”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი