ახალი ამბები

“იმედგაცრუებულები ვართ, რომ ენმ-მ გადაწყვიტა, ხელი არ მოეწერა შეთანხმებისთვის” — დეგნანი

2 ივნისი, 2021 • 1042
“იმედგაცრუებულები ვართ, რომ ენმ-მ გადაწყვიტა, ხელი არ მოეწერა შეთანხმებისთვის” — დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ გამოხატავს იმედგაცრუებას ენმ-ის გადაწყვეტილების გამო, ხელი არ მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ პარტიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას შეცვლის.

“მოხარული ვართ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შედის პარლამენტში. ეს მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ პარტიები იმუშავებენ ერთად პარლამენტში, რასაც ხელს ვუწყობდით თვეების განმავლობაში. ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება თავიანთი მხარდამჭერებიდან გამომდინარე.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ენმ-მ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე ხელი არ მოეწერა შეთანხმებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხელმძღვანელობა მოაწერს ხელს შეთანხმებას და მონაწილე იქნება შეთანხმების კანონმდებლობაში ასახვისა და იმპლემენტაციისა. ვიმედოვნებთ, რომ ენმ კონსტრუქციულად იმუშავებს პარლამენტში მმართველ პარტიასთან და სხვა პარტიებთან ერთად”, — განაცხადა დეგნანმა.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 30 მაისს განაცხადა, რომ პარლამენტში შევა, მაგრამ ხელს არ მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით შექმნილ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოაწერა როგორც ხელისუფლებამ, ისე — ოპოზიციური პარტიების ნაწილმა.

ენმ პარლამენტში შედის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი