ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი პირამოკერილ შუქრუთელებს შეხვდა

2 ივნისი, 2021 • 840
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი პირამოკერილ შუქრუთელებს შეხვდა

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებსაც პროტესტის ნიშნად პირი აქვთ ამოკერილი და 30 მაისის შემდეგ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან მართავენ აქციას, ელჩ კელი დეგნანის წარმომადგენელი შეხვდა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ელჩის წარმომადგენელმა პირველ ივნისს, მათთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლს და მათ მოუწოდა მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ.

სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც მადნის მომპოვებელ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზთან” აქვს დავა, 4 დღის წინ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან ჩამოვიდა. პროტესტის მონაწილეებმა გუშინ ელჩს წერილითაც მიმართეს და პროცესებში ჩართვა სთხოვეს. მათი თქმით, აღნიშნული მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებიდან ყურადღება მათ არავინ მიაქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი