ახალი ამბები

თბილისის ბავშვთა გასართობი ცენტრები 5000-ლარიან დახმარებას მიიღებენ

2 ივნისი, 2021 • 1238
თბილისის ბავშვთა გასართობი ცენტრები 5000-ლარიან დახმარებას მიიღებენ

თბილისის ბავშვთა გასართობი ცენტრები 5 000-ლარიან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბავშვთა გასართობი ცენტრები ყველაზე ადრე დაიხურა და დიდი ზარალი განიცადა.

“სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ბიზნესუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული. განცხადების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და გაგრძელდება 10 ივნისამდე. პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება, ასევე, თბილისის მერიის ვებ-გვერდზე იქნება ყველანაირი დეტალები”, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დახმარებას 70-მდე ობიექტი მიიღებს, რისთვისაც 350 000 ლარი გამოიყოფა.

მასალების გადაბეჭდვის წესი