ახალი ამბებირეკლამა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ აცხადებს კონკურსს გამომცემლებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად

1 ივნისი, 2021 • 1329
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ აცხადებს კონკურსს გამომცემლებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად

1 ივნისს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქმა“, გამოაცხადა კონკურსი გამომცემლებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს თარგმნილი ლიტერატურის გამოცემასსტიპენდია საავტორო ლიცენზიის შესაძენი თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვას ითვალისწინებს

„ჩვენი გამომცემლობები მკითხველს მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო თარგმანებით ამარაგებენ, თუმცა, მასშტაბის გათვალისწინებით, ამ სფეროს ყოველთვის სჭირდება ხელშეწყობა. უცხოური ლიტერატურის თარგმანის გამოცემა, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტის ფარგლებში, გამომცემლობებსაც მივცეთ სტიპენდიის მოპოვებისა და მათთვის სასურველი გამოცემების საავტორო უფლებების შესყიდვის საშუალება“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი. 

განაცხადების მიღება 21 ივნისამდე გაგრძელდება. ელექტრონულ მისამართზე info@tbilisiwbc.ge გამომცემლებმა უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, დეტალური ინფორმაცია გამოსაცემ წიგნზე (დასახელება, ავტორი, გამოცემის წელი, გვერდების რაოდენობა, გამომცემელი, საავტორო უფლების მფლობელი, მოკლე ანოტაცია, ორმხრივად ხელმოწერილი საავტორო უფლებების ხელშეკრულება ან შეთანხმების აქტი (ამ უკანასკნელში გადასახდელი ავანსისა და სხვა პირობების მითითებით). ასევე, მთარგმნელთან დადებული ხელშეკრულება და შერჩეული მთარგმნელის მოკლე რეზიუმე.

განაცხადებს განიხილავს სამწევრიანი ჟიური. გამარჯვებულები 30 ივნისს გამოვლინდება. თითო გამომცემელს, შეუძლია, მაქსიმუმ სამი განაცხადის შემოტანა. 

თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი