ახალი ამბებირეკლამა

სილქნეტმა და SAS-მა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

1 ივნისი, 2021 • 1161
სილქნეტმა და SAS-მა  სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

1 ივნისს, სილქნეტმასაქართველოს წამყვანმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ და SAS-მა – მსოფლიოს ლიდერმა მომხმარებლის მონაცემთა ანალიტიკის სფეროში, საზოგადოებას  პარტნიორობის დაწყების შესახებ აცნობეს.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია SAS-ი სილქნეტს უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული ახალი სისტემებით. ამასთან ერთად, ორივე კომპანია, პარტნიორობის ფარგლებში, სილქნეტის კორპორაციულ კლიენტებს – სხვადასხვა ბიზნესებს და ორგანიზაციებს შესთავაზებს SAS-ის მომსახურებას. 

როგორც SAS-ის მომხმარებელი, სილქნეტი დანერგავს SAS-ის მომსახურებას, კამპანიების მართვის სისტემას, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას ახალ საფეხურზე აიყვანს. ეს სისტემა კომპანიას საშუალებას მისცემს, მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული, კიდევ უფრო ინოვაციური და მაღალი ხარისხის სერვისები შესთავაზოს.   გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სილქნეტი, ამ ინოვაციით, შექმნის  მომხმარებლის ლოიალობის  მსოფლიო კლასის ერთ-ერთ საუკეთესო სისტემას. ამის მიზანი იქნება კომპანიის აბონენტებზე ფოკუსირებული მომსახურებისა და სერვისების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანა. 

სილქნეტი, როგორც SAS-ის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოში, პირველი კომპანია იქნება, რომელიც ყველაზე მოწინავე და  დღეისათვის სრულყოფილ მონაცემთა ანალიტიკურ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს საქართველოს ბაზარს. 

“მოხარული ვარ, გაცნობოთ SAS-ის საქართველოში შემოსვლა და ჩვენი პარტნიორობის დაწყება. ეს დიდი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იქნება ციფრული ხიდი საქართველოსა და ამერიკას შორის. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ SAS-მა ამ პარტნიორობისთვის ჩვენ აგვირჩია.  სილქნეტი, როგორც საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი, SAS-თან ერთად საშუალებას მისცემს კომპანიებს და ორგანიზაციებს დანერგონ მონაცემებზე დაფუძნებული ყველაზე თანამედროვე პროცესები.  ასეთი სახის პარტნიორობა პირველია საქართველოში. სილქნეტისთვის ეს არის ქვეყანაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაში გადადგმული წარმატებული ნაბიჯი, რაც მთელი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება“, -განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

სილქნეტის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი: „სილქნეტის მთავარი საზრუნავი ყოველთვის იყო და არის მომხმარებელი. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ გრძელვადიანი მოლაპარაკებებისა შედეგად, დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ვიწყებთ მსოფლიო ლიდერი კომპანიის, SAS-ის  მონაცემთა ანალიზის სისტემის დანერგვას. ეს საშუალებას მოგვცემს, საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს ყველაზე თანამედროვე სისტემების გამოყენებით.  ამასთან ერთად, როგორც SAS-ის პარტნიორი საქართველოში, ჩვენ მომსახურებას გავუწევთ ჩვენს კორპორაციულ კლიენტებს – კომპანიებსა და ორგანიზაციებს და SAS-ის ტექნოლოგიების დახმარებით, საშუალებას მივცემთ მათ, შექმნან და განავითარონ თავიანთი მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილები“. 

“მოხარულები ვართ, განვაცხადოთ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს და კავკარიის რეგიონში უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტთნ. თანამედროვე ანალიტიკის და SAS-ის გამოცდილების ერთობლიობა სილქნეტის შესაძლებლობების მეშვეობით, რაც ბაზრის ღრმა ცოდნას მოიცავს, ჩვენ საშუალებას მოგვცემს შევქმნათ დიგიტალიზაციის სწრაფი მექანზმი საჯარო და კერძო სექტორისთვის. არსებული მონაცემების და გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვანი ფაქტორებია კომპანიებისა და ორგანზაციებისთვის, რათა  მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა თავიანთ ბაზარზე“,- განაცხადა კომპანია SAS-ის ვიცე პრეზიდენტმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აზიასა და აფრიკაში (CEMEA), შუკრი დაბაღიმ.   

ტეიფუნ  ტოპკოჩი, SAS-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მმართველი დირექტორი: “SAS-ი ლოდერია თანამედროვე ანალიტიკის სფეროში. ჩვენ ვართ 40 წლიანი გამოცდილების მქონე  კომპანია, რომელიც მომხმარებლებს (კომპანიებს, ორგანიზაციებს, ა.შ.) ეხმარება მოიპოვინ კონკურენტული უპირატესობა მონაცემების დამუშავების საშუალებით. SAS-ის ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მეშვეობით სილქნეტი შეძლებს კიდევ უფრო მაღალი დონის, აბონენტთა მოთხოვნებზე ორიენტირებული მომსახურება შესთვაზოს თავის მომხმარებელს.  სილქნეტთან ერთად, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში მზად ვართ საქართველოში ოპერირებად კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოვემსახუროთ და დავეხმაროთ თავიანთი საქმიანობის წარმატებულად მართვასა და მდგრად განვთარებაში მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაზიის გზით.“ 

SASი სანდო და მძლავრი ანალიტიკური პლატფორმაა. იგი იმ ორგანიზაციებისათვისაა განკუთვნილი, რომლებიც მონაცემებზე დაფუძნებული მომსახურებით ისწრაფიან კონკურენტული და მდგრადი განვითარებისაკენ. მომხმარებლები SAS-ის  სერვისებს ანალიტიკური მიდგომების მრავალფეროვანი და სიღრმისეული გამოცდილებისა და ფართო ინდუსტრიული ცოდნიდან გამომდინარე ირჩევენ. SAS-ის დახმარებით კომპანიებს მონაცემებიდან ღირებული ინფორმაციის მოპოვება და სრული სურათის უკეთ დანახვა შეუძლიათ;  ისინი ღებულობენ უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებს და საფუძველს უყრიან რელევანტურ ცვლილებებს. როგორც წამყვანი AI (ხელოვნური ინტელექტი) და მოწინავე ანალიტიკური პლატფორმა, SAS მუდმივად აგრძელებს ინოვაციას.

SAS- მა საკუთარი კომპანია საერთო მიზნის გარშემო გააერთიანა: დაეხმაროს მომხმარებლებს, გააცნობიერონ თავიანთი AI – სა და ანალიტიკური ინვესტიციების სრული პოტენციალი. SAS – ის უწყვეტი ერთგულება და თავდადება ინოვაციებისა და ფართომასშტაბიანი პროექტების შეუფერხებლად მიწოდების მიმართ ათწლეულების განმავლობაში კომპანიების მომგებიანობას, სტაბილურობასა და ზრდას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, SAS – ის სერვისებს  83 000-ზე მეტი ორგანიზაცია ეყრდნობა. 2020 წლის Fortune Global 500® – ის ტოპ 100 კომპანიიდან 91 SAS-ის მომხმარებელია. SAS-ი ინდუსტრიების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს: ფინანსები, ტელეკომუნიკაციები, საცალო ვაჭრობა და CPG (სამომხმარებლო შეფუთული საქონელი), წარმოება, კომუნალური მომსახურებები და სახელმწიფო დაწესებულებები. SAS ასევე ლიდერობს სამთავრობო ციფრული ინიციატივების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სახელმწიფო ფინანსები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სისხლის სამართლის საკითხები, ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი, ჯანდაცვა, ჭკვიანი ქალაქები და სხვ მრავალი, მონაცემებზე დაფუძნებული პროექტი.

SAS-ის შესახებ 

SAS-ი  ანალიტიკის სფეროს ლიდერია. ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების მეშვეობით, SAS-ი საშუალებას და სტიმულს აძლევს მსოფლიოს ყველა წერტილში მყოფ მოხმარებელს, მონაცემები ინტელექტად აქციოს. SAS-ი მომხმარებელს აძლევს ძალაუფლებას, რომელიც ინფორმაციაშია – SAS gives you THE POWER TO KNOW®. 

სილქნეტის შესახებ

სილქნეტი ქვეყნის უმსხვილესი კონვერგენტული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ფიქსირებულ და მობილურ ოპერატორებსა და მულტიმედიური კონტენტის პროვაიდერს მთელი საქართველოს მასშტაბით. სილქნეტი ქვეყნის თითქმის ყველა ოჯახსა და ორგანიზაციას აწვდის სატელეკომუნიკაციო მომსახურებას.  სილქნეტი კავკასიის წამყვანი საინვესტიციო ჯგუფის, სილქ როუდ ჯგუფის ნაწილია. 

სილქნეტი საქართველოში პირველი კერძო კომპანიაა, რომლმაც ევრობონდები გამოუშვა. სილქნეტის ევრობონდები ევრონექსთ დუბლინის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი