ახალი ამბები

ტიკარაძეს COVID-19 დაუდასტურდა

1 ივნისი, 2021 • 1191
ტიკარაძეს COVID-19 დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს , თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

ამასთან, სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.

ეკატერინე ტიკარაძე 23 მარტს “ასტრაზენეკას” წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით საჯაროდ აიცრა. სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მინისტრს ვაქცინის მეორე დოზა გაკეთებული არ ჰქონდა და უახლოეს დღეებში გეგმავდა მეორე დოზით იმუნიზაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი