ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

იტალიური კომპანია აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რესტავრაციას იწყებს

1 ივნისი, 2021 • 1033
იტალიური კომპანია აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რესტავრაციას იწყებს

იტალიური კომპანია “GLOBAL ARREDI”, რომელიც 13 წელია რუსეთში საქმიანობს, აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რესტავრაციასა და რეკონსტრუქციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ და აფხაზურმა მედიამ გაავრცელეს.

ამჟამად იტალიური კომპანია რკინიგზის აღდგენის პროექტს გაგრაში ორ ობიექტზე გეგმავს, რკინიგზის სადგურ “პავილიონზე” და ცენტრალურ სადგურზე.

აფხაზური მხარის ცნობით, რკინიგზა უკვე მიმდინარე წელს ამუშავდება და საკრუიზო მატარებელი როსტოვიდან აფხაზეთში ივლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი