ახალი ამბები

“ბორჯომის” თანამშრომლებმა ოზურგეთში გაფიცულ 20 მუშას 400 ლარი აჩუქეს

31 მაისი, 2021 • 640
“ბორჯომის” თანამშრომლებმა ოზურგეთში გაფიცულ 20 მუშას 400 ლარი აჩუქეს

“ბორჯომის” თანამშრომლებმა “გურია ექსპრესის” გაფიცულ 20 მუშას 400 ლარი აჩუქეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს “გურია ექსპრესის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ლადო ურუშაძემ განუცხადა. მისივე თქმით, “ბორჯომის” თანამშრომლები ოზურგეთში ჩავიდნენ და სოლიდარობის ნიშნად თანხა თავად გადასცეს.

ამ დრომდე “გურია ექსპრესის” თანამშრომლები გაფიცულები არიან. როგორც ლადო ურუშაძე გვეუბნება, კომპანიას სურდა პროფკავშირის გარეშე მათთან მოლაპარაკება, რაზეც უარი უთხრეს. ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელ ქარხანაში დასაქმებულები უკვე რამდენიმე კვირაა გაფიცული არიან. გაფიცვის მიზეზი ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნაა. შპს “გურია ექსპრესის” ადმინისტრაციამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ კომპანიას ამჟამად ხელფასების გაზრდის შესაძლებლობა არ აქვს.

“კომპანიამ ჩვენი სხვა მუშებით ჩანაცვლება სცადა” – გაფიცვის 22-ე დღე ოზურგეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი