ახალი ამბები

არის საუბარი, რომ პირბადე სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს – გამყრელიძე

31 მაისი, 2021 • 1449
არის საუბარი, რომ პირბადე სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, არის საუბარი, რომ პირბადეების ტარება სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში დარჩეს.

თუმცა, როგორც გამყრელიძე ამბობს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით კვლავ სავალდებულო უნდა დარჩეს პირბადის ტარება.

“ვტოვებთ [პირბადეების ტარების ვალდებულებას] იმიტომ, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რიცხვი არის ასეულების ფარგლებში. რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო იოლი და ყველაზე ძლიერი საშუალება, ინფექციის გავრცელების პრევენციული საშუალება, ამიტომ ჯერჯერობით მისი გამოყენების აუცილებლობას ვტოვებთ. ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ.

თუმცა არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებზე, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში რუსთაველის გამზირი, ასევე ბათუმის ბულვარი და ა.შ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ გარკვეული პერიოდი, მაგალითად, ივნისში პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი მოსახლეობისთვის”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი