ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხი რუსეთის შუამავლობით გადაჭრას

31 მაისი, 2021 • 788
სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხი რუსეთის შუამავლობით გადაჭრას

“სომხეთისთვის მისაღებია სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის და ასევე, ეუთოს მინსკის ჯგუფის წინადადება და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის დასარეგულირებლად ამ საკითხში კონსენსუსი  არსებობს”, – ამის შესახებ სომხეთის ნიკოლ ფაშინიანმა, პრემიერ- მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.

როგორც ფაშინიანი ამბობს, სომხური მხარე და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სთავაზობენ ორივე მხარეს, დაუბრუნდნენ საწყის პოზიციებს, რის შემდეგაც საერთაშორისო ეგიდით დაიწყება დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესი.

იქამდე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ ბაქო მხარს უჭერს რუსეთის წინადადებებას სამმხრივი კომისიის შექმნაზე.

რეგიონი უფრო სახიფათო ხდება – სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი

დემარკაცია არ დაიწყება, სანამ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები აქ არიან – ფაშინიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი