ახალი ამბები

ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს — გახარია თბილისის მერის არჩევნებზე

29 მაისი, 2021 • 1267
ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს — გახარია თბილისის მერის არჩევნებზე

გიორგი გახარიას, რომელმაც 29 მაისს პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” დააფუძნა, ჟურნალისტებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ჰკითხეს.

“ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვისთვის ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა არის მიზანი, რომ მოიპოვოს მაქსიმალური მხარდაჭერა ამ არჩევნებზე. ეს იქნება ჩვენი მიზანი”, — დასძინა მან, ხოლო კითხვას, შესაძლოა თუ არა, თავად იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, ასე უპასუხა:

“ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს”.

გახარიამ ახალი პოლიტიკური გაერთიანება 29 მაისს დააფუძნა. პრეზენტაცია თბილისში, “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა. მან პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა, ისაუბრა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის მიზეზებზე და ახლად შექმნილი პარტიის ხედვებზე.

გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა მოქალაქეთა რეალურ პრობლემებს — გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი