ახალი ამბები

გიორგი აბაშიშვილი გახარიას გუნდს უერთდება

28 მაისი, 2021 • 1448
გიორგი აბაშიშვილი გახარიას გუნდს უერთდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი (2015-18 წლებში) გიორგი აბაშიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

ამის შესახებ აბაშიშვილი Facebook-ში წერს.

“ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს”, — წერს აბაშიშვილი.

გახარიას პოლიტიკური პარტიის ოფიციალური დაფუძნება 29 მაისსაა დაანონსებული. გახარიას გუნდთან შეერთების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ნატო-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლევან დოლიძემაც.

ყოფილი ელჩი ნატოში ლევან დოლიძე გახარიას გუნდს უერთდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი