ახალი ამბები

ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება

27 მაისი, 2021 • 874
ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება

სოფელ გუმათთან, პოლიცის მიერ აღმართულ რკინის ბარიკადებთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილნი.

ისინი პროტესტს რკინის ბარიკადებზე ხელის დარტყმითა და ხმაურით გამოხატავენ.

მანამდე, აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ რიონის ხეობის მცველები აპირებდნენ ხეობაში შესასვლელი ყველა გზის ჩაკეტვასა და ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებისთვის გადაადგილებისა და მუშაობის გაგრძელების შეზღუდვას.

პროტესტის მონაწილეები ხეობაში 26 მაისის ღამეს თბილისიდან დაბრუნდნენ.

სოფელ გუმათთან მობილიზებულია საპოლიციო ძალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი