ახალი ამბები

“ბორჯომში” გაფიცვა კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა – პროფკავშირი

26 მაისი, 2021 • 1320
“ბორჯომში” გაფიცვა კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა – პროფკავშირი

“აი დი ეს ბორჯომი საქართველოს” თანამშრომლების გაფიცვა კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა. როგორც აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირების ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე აცხადებს, კომპანიამ დასაქმებულების დიდი ნაწილი დააკმაყოფილა.

კერძოდ, “აი დი ეს ბორჯომი საქართველო” იღებს ვალდებულებას, რომ გაზარდოს თანამშრომლების ანაზღაურება, ასევე ანაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა.

ამასთან, კომპანია იძლევა გარანტიას, რომ არ გამოიყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს გაფიცული თანამშრომლების მიმართ და იძლევა გარანტიას, რომ გააგრძელებს ყველა არსებულ სოციალურ პროექტს და გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულების განვითარებისთვის.

ამასთან, დიასამიძის თქმით, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს პროფკავშირებთან შრომის პირობების, მათ შორის ღამის საათებში დამატებითი ანაზღაურების და შრომის დაცვის საკითხთან დაკავშირებით და რეგულარულ საწყისზე მოახდენს ინფორმაციის გაცვლას.

მისი განცხადებით, ასევე მოხდება ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული პირების ხელფასების გათანაბრება. დასაქმებულებისთვის ხელშეკრულებებში მოხდება უფლება- მოვალეობების დეტალური გაწერა.

მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს კოლექტიური ხელშეკრულების გასაფორმებლად.


მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნების მუშები ხელფასის მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით სამშაბათს, 18 მაისს, დილის 10 საათდან გაიფიცნენ.

პროფკავშირის თანახმად, — რომელიც ამ დავაში გაფიცულთა ინტერესებს წარმოადგენს, — კომპანიის 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა.

დასაქმებულების თანახმად, ისინი მუშაობენ „ბორჯომის“ N1 (ძირითად) და N2 (დამხმარე წყაროს წყლების) ჩამომხსმელ ქარხნებში.

მათივე განმარტებით, გაფიცული იყო სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანები: წყლის უბნის კოორდინატორები, ოპერატორები, მტვირთავები, ავტოდამტვირთველები, დამლაგებლები და ა.შ.

ერთ-ერთი გაფიცული, 36 წლის ზურაბ ბუხრიკიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობda, რომ მათი მოთხოვნაა, ხელფასები 35-40%-ით გაუზარდონ და სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს.

„ადამიანები მუშაობენ მძიმე პირობებში და არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება“, – ამბობს იგი.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე „ნეტგაზეთს“ ეუბნებodaა, რომ:

  • დასაქმებულების ხელფასები ერთი წლის განმავლობაში კლებულობდა;
  • კადრების სიმცირის გამო, ისინი შესვენებით ვერ სარგებლობენ;
  • ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს უნაზღაურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი