ახალი ამბები

პრაქტიკულად ცდილობენ, ჩაშალონ დამოუკიდებლობის დღე – სუბარი „რიონის ხეობის მცველებზე“

24 მაისი, 2021 • 1464
პრაქტიკულად ცდილობენ, ჩაშალონ დამოუკიდებლობის დღე – სუბარი „რიონის ხეობის მცველებზე“

„ქართული ოცნების“ წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები „პრაქტიკულად ცდილობენ, ჩაშალონ დამოუკიდებლობის დღე“.

„ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მათ უნდა ჰქონდეთ რაღაც გრანდიოზული აქცია.. რომ ვერ გააკეთებენ აქციას, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ პრაქტიკულად ისინი ცდილობენ, ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი. შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

და ძალიან არ მინდა, რომ მათ, ნებსით თუ უნებლიეთ, შეასრულონ იმ ადამიანების თამაში, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რომლებსაც ოკუპანტი ან მათი მომხრეები ჰქვიათ“, – აცხადებს სუბარი.

მანამდე რიონის ხეობის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა, რომ 26 მაისს თბილისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კიდევ ერთი აქცია გაიმართება.

„ჩვენ ახლა დავიძრებით თავისუფლების მოედნისკენ და შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. იქიდან მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ 26 მაისს მივიდნენ არა იმ აღლუმზე, არამედ ჩვენთან და ჩვენ უნდა იქიდან ვთქვათ, ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ. ერთხელ და სამუდამოდ შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი და ამ პროცესში თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა მან.

26 მაისს მოდით ჩვენთან და არა აღლუმზე – გოლეთიანი მოსახლეობას მიმართავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი