ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში ბაია კვიციანი ჩაანაცვლებს

24 მაისი, 2021 • 1791
მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში ბაია კვიციანი ჩაანაცვლებს

პარლამენტში მარიამ ქვრივიშვილს “ქართული ოცნების” სიის 68-ე ნომერი ბაია კვიციანი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს პარლამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. დღეს, 24 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

ბაია კვიციანი “დალოოდის” ბრენდის მენეჯერი იყო, ქართული ბრენდი, რომელიც დედამისმა ნანა შუკვანმა დააფუძნა, ხოლო კრეატიული დირექტორი მისი და, დიზაინერი მაკა კვიციანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი