ახალი ამბები

კრწანისში ჩხუბისას 1 ადამიანი მოკლეს, 3 დაჭრილია

23 მაისი, 2021 • 1182
კრწანისში ჩხუბისას 1 ადამიანი მოკლეს, 3 დაჭრილია

თბილისში, აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაიჭრა.

“ფორმულას” ინფორმაციით, შემთხვევა “კომენდანტის საათის” დროს მოხდა. ორი დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში არის გადაყვანილი, მესამე — ნიუ ჰოსპიტალში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლი (მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარეოებაში). ამასთან, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი